გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

დავით ნოზაძე: ვიღებ პასუხისმგებლობას, ყოველდღიურად ვიზრუნო რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის და მოქალაქეების ყოფის გაუმჯობესებისათვის

9-02-2021

გამოცხადებული ნდობისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ეს რა თქმა უნდა გულისხმობს უდიდეს პასუხისმგებლობას , არამარტო მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობის, არამედ მთლიანად საქართველოს წინაშე, - ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მხარის გუბერნატორის, მაჟორიტარი დეპუტატის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს რეგიონის მეტად განვითარებას.

„ვიღებ პასუხისმგებლობას ყოველდღიურად ვიზრუნო რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის და მოქალაქეების ყოფის გაუმჯობესებისათვის, რაც გულისხმობს ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებას, ბიზნესის ხელშეწყობას, სამუშაო ადგილების შექმნას. თავისთავად პრიორიტეტული იქნება მთავრობის მიერ უკვე დაწყებული, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით დასრულება. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და დიდი ყურადღება დაეთმობა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას. მიმაჩნია, რომ მხარის გუბერნატორის, მაჟორიტარი დეპუტატის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კოორდინირებული მუშაობა და მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, სახელმწიფო უწყებებთან მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს რეგიონის მეტად განვითარებას", - განაცხადა დავით ნოზაძემ.