გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ხულოს სოფლებში სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს

9-02-2021

აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბეღლეთსა და განახლებაში სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. სკოლები 150-მდე მოსწავლეზეა გათვლილი, რომლებშიც საკლასო ოთახებთან ერთად განთავსდება სპორტული და სააქტო დარბაზები. შენობებში მოეწყობა პანდუსები და ლიფტები.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზანია მშენებლობა განხორციელდეს დადგენილი უსაფრთოების ნორმების სრული დაცვით. შეიქმნას სკოლებში სასწავლო პროცესისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემო, რომელიც ხარისხიანი განათლების მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.

2021 წელს აჭარაში განხორციელდება 9 სკოლის და 4 სპორტდარბაზის სამშენებლო სამუშაოები, ხოლო 40 სკოლას ჩაუტარდება სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ასევე გაგრძელდება სკოლების აღჭურვა სხვადასხვა ინვენტარით.