გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სოფელი სამტრედიაში, სადაც სკოლა და საბავშვო ბაღი არაა

19-03-2018

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი არ აქვთ. სკოლა 2016-2017 წლებში დაანგრიეს. შენობაში კი, სადაც ადრე საბავშო ბაღი იყო, ახლა მაღაზია ფუნქციონირებს. 
ადგილობრივები სასწავლო დაწესებულებების ახალი შენობების აშენებას ითხოვენ. სამტრედიის მერიაში კი აცხადებენ, რომ მათთვის პრიორიტეტული საზოგადოებრივი ცენტრის აშენებაა.

ვალიდა ღიდალაძე სოფელ დაფნარში ცხოვრობს. მას ორი მცირეწლოვანი შვილიშვილი ჰყავს. პატარები საბავშვო ბაღში ყოველდღე მეზობელ სოფელ საჯავახოში დადიან. მათ დილაობით დაქირავებული ტაქსი აკითხავთ, რომელსაც ოჯახი თვეში 35 ლარს უხდის.

"მანამდე მიკროავტობუსებით დაგყვადა და გატანჯული ვიყავით. წვიმაში, ქარში ვიდექით და ქუთაისის ან ბათუმის გამვლელ მიკროავტობუსებს ვეხვეწებოდით. ზოგი არ გვიჩერებდა და ასეთ ცუდ დღეში ყოფნას, ვარჩიეთ ტაქსი აგვეყვანა. უბაღოდ ვერ გავაჩერებთ ბავშვს. ცოდვაა სახლში გამოკეტილი," - გვიყვება ვალიდა ღირდალაძე.

მისი თქმით, სოფელ დაფნარში ბევრია ისეთი ოჯახი, ვისაც ბავშვის საბავშვო ბაღში ტარებისთვის ტაქსის მომსახურების გადასახდელი თანხა არ აქვს.

"ბევრი ისეთი, რომ საშუალება არ აქვს ატაროს საჯავახოში და ამიტომ ბავშვებს ბაღში არასოდეს უვლიათ. რა ქნან ასეთმა ოჯახებმა? ჩვენც არ ვართ დალხენილი, სოფელში რა შემოსავალი აქვს ხალხს. ეს ჩვენი გაჭირვება გამგეობამაც იცის და ყველამ, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევ. არ გვაქვს საშუალებაო, იქნებაო, მაგრამ როდის, ამას ვერ გვპირდებიან. არადა, 44 ბავშვია სოფელში, რომელიც ბაღის ასაკისაა," - ამბობს დაფნარში მცხოვრები, ვალიდა ღირდალაძე.

სოფელ დაფნარის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებას კომისიის შექმნას და ადგილზე სიტუაციის შესწავლას თხოვს.

"უკვე 13 წელია ვითხოვთ სკოლას და ბაღს. 44 ბავშვია ბაღის ასაკის და თუ არა საჭირო ბაღი, მოვიდნენ და გაარკვიონ. შემქნან კომისია, რომელიც ადგილზე მოიკვლევს ვითარებას," - ამბობს ადგილობრივი ვახტანგ ბიბილეიშვილი.

სამტრედიის მერიაში განმარტავენ, რომ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხს სწავლობენ და გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც ბაღის საჭიროებას დაადგენენ. ქალაქის მერი, ვალერი ფოცხვერია კომისიის შექნას და ადგილზე ვითარების შესწავლას არ გამორიცხავს. თუმცა აქვე განმარტავს, რომ უფრო უპრიანი, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მოქმედ 23 სკოლამდელ დაწესებულებაში მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

"რამდენად მიზანშეწინილია ვსწავლობთ. კონტიგენტის არსებობიდან გამოდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ტყუილად ხო არ გავწერთ. ჩემი სურვილია საზოგადოებრივი ცენტრი აშენდეს, მიზანშეწონილად ეს მიგვაჩნია. თუმცა, საბავშვო ბაღის საკითხი დღის წერსიგიდან მოხსნილი არაა," - ამბობს სამტრედიის მერი, ვალერი ფოცხვერია.

საბავშვო ბაღის მსგავსად, 250 კომლიან სოფელს არც სკოლა აქვს. სასწავლო დაწესებულების ასწლოვანი შენობა 2016-2017 წლებში დაანგრიეს. 2007 წელს, იმ დროს, როდესაც სკოლას 68 მოსწავლე ჰყავდა, სტატუსი შეუწყდა. გაუქმების მიზეზად მცირე კონტინგენტი დასახელდა. მას შემდეგ მოსწავლეები მიმდებარე სოფლებში გადაანაწილეს. ამჟამად დაფნარიდან სოფელ დაბლა გომის სკოლაში 22 ბავშვი დადის. მათ სასკოლო ავტობუსი ემსახურებათ.

ისინი, ვინც დამატებით სხვადასხვა წრეებსა და აქტივობებში არიან გაწევრიანებული, სამტრედიის
სკოლებს ირჩევენ და ტრანსპორტირებისთვის დღეში 2 ლარის გადახდა უწევთ.

სამტრედიის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელძღვანელი, ელენე ბოხუა განმარტავს, რომ დაფნარის საჯარო სკოლისთვის სტატუსის შეჩერება ავარიული შენობის გამო მოხდა, რაზეც 2006 წლის ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს.

"ხელის დადება უნდოდა და დაინგრეოდა, კედლები ისეთ დღეში იყო, ამიტომ მოხდა დემონტაჟი. სკოლების ინფრასტრუქტურა უკვე გადავიდა მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში და არ მგონია, რომ ახალი შენობის აშენებაზე იყოს საუბარი," - ამბობს ელენე ბოხუა.

რომელი უწყების ბალანსზეა ამ დროისთვის დაფნარის ყოფილი სკოლის ტერიტორია, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა არ იცის. მისი ინფორმაციით, ამ დგილის გადაცემას სამტრედიის მერია ითხოვდა. საზოგადოებრივი ცენტრიც, რომელიც ქალაქის მერისთვის პრიორიტეტულია, შესაძლოა, სწორედ ყოფილი სკოლის ტერიროტიაზე აშენდეს.

"ქუთაისიპოსტი"