გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბოლნისის ეპარქია მეუფე ეფრემის ანგელოზის დღეს აღნიშნავს

10-02-2021

მართლმადიდებლური სამყარო დღეს წმინდა ეფრემ ასურის ხსენების დღეს აღნიშნავს. ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა.

საზეიმო წირვას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთთან ერთად დაესწრო.

მეუფე ეფრემს ანგელოზის დღე დავით შერაზადიშვილმა პირადად მიულოცა.

„მსურს, ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემს ანგელოზის დღე მივულოცო. მეუფე ეფრემის მოღვაწეობა ყველა ჩვენგანისთვის ქრისტიანული ცხოვრებისა და ფასეულობების ერთგულების ნათელი მაგალითია. სწორედ მის სახელს უკავშირდება ბოლნისის ეპარქიის გაძლიერება, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრებისა და განათლების სფეროს განვითარება.მინდა, ამ დიდი ღვაწილისთვის, მას მთელი გულით მადლობა გადავუხადო. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი მეუფე ბოლნისისა და სრულიად საქართველოს სასიკეთოდ! ვამაყობთ, რომ ჩვენს ეპარქიას ასეთი სამაგალითო მეთაური ჰყავს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.