გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პენიტენციური დაწესებულებების გარე ზოლში უსაფრთხოებას კვადროციკლებით აღჭურვილი მობილური ჯგუფები აკონტროლებენ

11-02-2021

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფას ემსახურება. დაწესებულებების გარე აკრძალულ ზოლში პატრულირებას პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ახორციელებენ.

"იქიდან გამომდინარე, რომ დაწესებულებების ფართობი და გარე აკრძალული ზოლი დიდ ტერიტორიას მოიცავს, ხშირ შემთხვევაში კი არის რთული ლადშაფტური რელიეფი, პატრულირება კვადროციკლების საშუალებით ხორციელდება. პენიტენციური დაწესებულებების გარე პერიმეტრის ეფექტიანად გაკონტროლების მიზნით, 2019 წლის ბოლოს გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს 20 კვადროციკლი გადაეცათ.

მობილური ჯგუფების მიერ 2021 წლის 28 იანვრიდან დღემდე 42 სამართალდარღვევაა გამოვლენილი. აქედან N2 დაწესებულებასთან იყო საჯარიმო ქვითრის გამოწერის 8 შემთხვევა იყო, ხოლო N8 დაწესებულებასთან 34 პირს გამოუწერეს საჯარიმო ქვითარი. პატიმრობის კოდექსის 57/3 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177/13 მუხლების თანახმად, პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევა, კერძოდ, ამ ზოლში ყოფნა ან/და სატრანსპორტო საშუალების შეყვანა (გარდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევისა), ნივთის/ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით პენიტენციურ დაწესებულებაში შეტანა ან/და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისთვის გადაცემა, პიროტექნიკური ნაწარმის, ფეიერვერკის, მომწამლავი, ადვილად აალებადი ან/და სხვა ნივთის/ნივთიერების შეტანა ან/და გამოყენება, აგრეთვე აღნიშნული ზოლიდან ან მისი მიმდებარე ტერიტორიიდან კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისკენ/არეულობისკენ/დაუმორჩილებლობისკენ წაქეზება/მოწოდება, უკანონო ფორმით ინფორმაციის მიწოდება, თუ ეს ქმედება მიმართულია პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისადმი და არ იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევა, 2017 წლის 20 ივნისიდან იწვევს პირის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას, თუმცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ახალი ბრძანებით სრულად მოწესრიგდა და შესაბამისობაში მოვიდა კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარიმო ქვითრის გამოყენებასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ხასიათის საკითხები. სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ დადგენილ წესს და თავი შეიკავონ პენიტენციური დაწესებულებების გარე აკრძალულ ზოლსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისაგან" - აცხადებენ უწყებაში.