გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ენგურის ხიდზე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით არსებული გადასასვლელი გაიხსნა

11-02-2021

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი მიმოსვლის თითქმის ერთწლიანი შეზღუდვის შემდეგ ენგურის ხიდზე გამავალი გზა გაისხნა. მისი თქმით შემზღუდავი რეჟიმის მოხსნა ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას მისცემს.

„ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი მიმოსვლის თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ, დღეიდან გაიხსნა ე.წ. გადასასვლელი ენგურის ხიდზე, რაც საშუალებას მისცემს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას, თავდაპირველად გარკვეულ კატეგორიებს, გადმოვიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ცალსახად მისასალმებელია ყოველი მსგავსი განვითარება და ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ. საქართველოს ხელისუფლება, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ და ხაზს ვუსვამთ, ყველა ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმისა და ბერკეტის გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და შუამდგომლობით მაქსიმალურ ძალისხმევას ვახოროციელებთ, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჩვენი მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლება“ - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მან ასევე ისაუბრა კოვიდპანდემიისგან გამოწვეულ მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება სრული მობილიზებით ეკიდება ამ საკითხს. მან ისაუბრა აფხაზეთიდან გადმოსული მოსახლეობის საკარანტინე დროის შესახებ და იმაზე თუ როგორ შეძლებენ ისინი კოვიდპანდემიის დროს ტერიტორიის გადმოკვეთას.

„რასაკვირველია, მხედველობაშია მისაღები და გასათვალისწინებელია კოვიდპანდემნიით შექმნილი გარემოება. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლება დაბალანსებული და პრაგმატული მიდგომით ახორციელებს კოვიდპანდემიის მართვას, ისევე როგორც გარკვეული შეზღუდვების დაწესებასთან თუ შემსუბუქებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს. სწორედ ამავე პრინციპით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსველთათვის საკარანტინე ვადა, როგორც მოგეხსენებათ, პირველ თებერვლამდე განისაზღვრებოდა 12 დღის ვადით, ამიერიდან კი ოკუპირებული რეგიონებიდან გადმომსვლელთათვის შექმნილი იქნება შესაბამისი პირობები, სადაც ისინი ხუთ დღეს დაყოფენ საკარანტინო სივრცეში და „პისიარ" ტესტის შედეგად, უარყოფითი პასუხის შემდეგ მათ ექნებათ შესაძლებლობა, 5 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, საკარანტინო სივრცე დატოვონ. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ადგილზე, ენგურის ხიდზე, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არის შექმნილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა, განთავსებულნი არიან ზოგადი პროფილის სამედიცინო პერსონალი და სატრანსპორტო საშუალებები, რაც გადმოსულ მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, რომ შეფასებულ იქნას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაბამისად მოხდეს მათი ტრანსპორტირება შესაბამის დაწესებულებებში" - განაცხადა თეა ახვლედიანმა.