ხუთშაბათი, ივნისი 05, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
გიორგი გახარია: ნიკა მელიას შეუძლია გააგრძელოს პოლიტიკური ხულიგნობა ან შეუძლია გადადგას ნაბიჯი ერთი მიმართულებით

12-02-2021

ეს ახლა არის ჩვეულებრივი პოპულიზმი. სახელმწიფოს როლი თუნდაც ამაში საერთოდ არანაირი არ არის. ეს არის სამართალდამცავი სისტემა, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და აქაც არჩევანი არის კონკრეტული ადამიანის მხარეს, მას შეუძლია გადადგას ნაბიჯი ერთი მიმართულებით ან შეუძლია გააგრძელოს პოლიტიკური ხულიგნობა, ეს ხომ მისი არჩევანის საკითხია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ნიკა მელიას გირაოს შეეხებოდა.

მისივე თქმით, აქ არაფერ შუაშია არც „ქართული ოცნება", არც პროკურატურა და ეს არის უბრალოდ იაფფასიანი, აგრესიული რიტორიკით, პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწესრის მცდელობა.

„რა შუაშია აქ ან „ქართული ოცნება" ან პროკურატურა, ამას ხომ არანაირი კავშირი ამასთან არ აქვს. არის უბრალოდ აღკვეთის ღონისძიება, რომელსაც შეუძლია გირაოს სახით ადამიანი დატოვოს გარეთ და გააგრძელოს მისი ნორმალური, ჩვეულებრივი ცხოვრება, მისი გადაწყვეტილებაა, ეს ერთი. ჩემთვის ეს არის უბრალოდ იაფფასიანი, აგრესიული რიტორიკით, პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწესრის მცდელობა, მეტი არაფერი, არასერიოზულია ეს ყველაფერი,"- განაცხადა პრემირმა.