გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თავდაცვის მინისტრს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე მოუსმინეს

12-02-2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ნდობის ჯგუფის ფორმატში მოუსმინეს, სადაც უწყების ხელმძღვანელმა განხორციელებული რეფორმების, სპეციალური პროგრამებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

თავდაცვის მინისტრმა, დახურულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ნდობის ჯგუფის წევრებს უწყების მიერ მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების ათწლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვით აქტიურად მიმდინარეობს ჯავშან-საწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარება. ასევე, უწყების ხელმძღვანელმა ნდობის ჯგუფის წევრებთან თავდაცვის ძალების სადაზვერვო შესაძლებლობები, საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები, კიბერუსაფრთხოების გამოწვევები და სამხედრო მრეწველობის განვითარების გეგმები განიხილა. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზეც.