გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თურქეთიდან შემოსულ 25 ტონამდე დაავადებულ კარტოფილს უკან გააბრუნებენ

12-02-2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში 24 500 კილოგრამი კარტოფილით დატვირტული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, კონტროლის პროცედურების გავლისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ კვლევისათვის აღებულ ნიმუშში საკარანტინო მავნე ორგანიზმი (Synchytrium endobioticum) აღმოჩნდა.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდება.