გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქვემო ქართლში, ქიჩიკის მაგისტრალურ არხს გაწმენდითი სამუშაოები უტარდება

14-02-2021

საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს ატარებს.

ქვემო ქართლში, სოფელ ჯანდარაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ექსპლუატაციის პროგრამით, ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან ქიჩიკის მაგისტრალური არხის ჯამში 3 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, რაც სარწყავი წყლის მიწოდებას 3000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს.

აღნიშნული ფართობით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის, ნაზარლოსა და ვახტანგისის მოსახლეობა ისარგებლებს.

გაწმენდითი სამუშაოები საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და თებერვლის ბოლოს დასრულდება.