გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პოლიციამ მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

14-02-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ჯ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს, ქალაქ მარნეულში, მოქალაქე ა.ს.-ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან სხვადასხვა სახის ჭურჭელი და ლითონის ნივთები მოიპარა. ასევე დადგენილია, რომ ი.ჯ.-მ ამავე სახლის ტერიტორიაზე ქურდობის ფაქტები 7 და 9 თებერვალსაც ჩაიდინა. გარდა ამისა, ირკვევა, რომ დაკავებულმა თებერვლის თვეში მარნეულში კიდევ სამი მოქალაქე გაქურდა, კერძოდ, ფ.ბ.-ს სამოვარი და ელექტროხელსაწყოები მოჰპარა, ბ.მ.-ის ავტოფარეხიდან ასევე ელექტროხელსაწყოები, ხოლო რ.ს.-ის სახლის ეზოდან ელექტროხელსაწყო და სპილენძის სადენი მოიპარა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ქურდობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.