გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

მიხეილ ჩხენკელმა მეორე სვირის საჯარო სკოლის მასწავლებელს 90 წლის იუბილე პირადად მიულოცა

14-02-2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის №1 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი მასწავლებელი, ცისანა ჭაბუკიანი მოინახულა და 90 წლის იუბილე პირადად მიულოცა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა პედაგოგს დაუღალავი შრომისთვის, თაობების აღზრდაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის და ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა.

გერმანული ენის მასწავლებელი ცისანა ჭაბუკიანი მეორე სვირის №1 საჯარო სკოლას დაარსების დღიდან, 1958 წლის 1-ლი სექტემბრიდან, ემსახურება. სკოლის დაარსებაში თავადაც უდიდესი წვლილი მიუძღვის, აღზრდილი ჰყავს მრავალი თაობა. ღვაწლმოსილ პედაგოგს საგანმანათლებლო საქმიანობისთვის მიღებული აქვს არაერთი საპატიო ჯილდო, მათ შორის, ღირსების ორდენი და იაკობ გოგებაშვილის მედალი.