გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კახეთში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

15-02-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

კერძოდ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, მოქალაქეს, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ჰქონდა მოწყობილი.

ქალაქ ახმეტაში კი, მოქალაქეებს, უკანონო, ლენტური ტიპის სახერხი საამქროები საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ განთავსებული. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთ-ერთი სახერხის მიმდებარე ტერიტორიიდან 1 კუბური მეტრი წიფლის სახეობის ე.წ. შავად ნამზადი დეტალი - პარკეტის დაუმუშავებელი ფილები ამოიღეს.

ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.