გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ონში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება

15-02-2021

მიმდინარე წლის 16 თებერვლიდან ონის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება.

აღნიშნული პროგრამა ადმინისტრაციულ ერთეულებში და სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უწყობს ხელს.

"მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობას მოსახლეობა თითონ განსაზღვრავს.

სოფლის მხარდაჭრის პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ისე ზოგადად, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.

2020 წელს, ონის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, 63 სოფელში 730 614 ლარის ღირებულების ( საკუთარი თანხების თანადაფინანსებით) 68 პროექტი განხორციელდა. ადმინისტრაციულ ერთეულებში მოეწყო ხიდ–ბოგირები, სანიაღვრე არხები, სტადიონები, გარე განათება, სკვერები, წყაროები, სასოფლო გზები და სხვა.

სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები, 16 თებერვალს დაიწყება და 10 მარტამდე გაგრძელდება" - აცხადებენ ონის მერიაში.