გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

15-02-2021

ლანჩხუთის მუნიციპალიტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელებული პრობლემის მოგვარებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებით.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დღეს ლესის, ჩიბათისა და გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების მაცხოვრებლებს შეხვდნენ.

შეკრებილებმა თავად დაასახელეს ამ დროისთვის ყველაზე პრიორიტეტული ორი საკითხი, რომლის მოგვარება არსებული სუბსიდირებითაა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 2021 წელს 748 ათასი ლარი გამოეყო.