გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა

16-02-2021

საქართველოს პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართოს.

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა. საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირეს პარტია "მოქალაქეების" ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა. რაც შეეხება "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენლებს, მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართავს და ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

თავად ნიკა მელია გირაოს გადახდაზე კვლავ უარს აცხადებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გირაო უკანონოა.