გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დიდი სამამულო ომის ვეტერანს, გრიგოლ ბაინდურაშვილს 101 წელი შეუსრულდა

16-02-2021

დიდი სამამულო ომის ვეტერანს, კასპელ გრიგოლ (გრიშა) ბაინდურაშვილს 101 წელი შეუსრულდა. იგი ჰოლანდიაში კუნძულ ტექსელზე, გერმანელთა წინააღმდეგ ქართველთა ბატალიონის აჯანყების ერთადერთი მონაწილეა, რომელიც ცოცხალი გადარჩა.

ომმა გრიგოლ ბაინდურაშვილს სავალდებულო სამხედრო სამსახურში ლიტვაში, ქალაქ პლუმბერდში - პოლონეთის საზღვარზე მოუსწრო.

1943 წლის ივნისში პოლონეთში ტყვედ ჩავარდნილი ქართველებისგან 822-ე რთული ბატალიონი ჩამოყალიბდა, რომელსაც "ვერმახტის ქართულ ლეგიონს" უწოდებდნენ.

1945 წლის თებერვალში გერმანელმა სარდლობამ ბატალიონი ტექსელზე განათავსა, რომელშიც 800-მდე ქართველი და 400-მდე გერმანელი იყო. მათ იქ ორი უმძიმესი წელი იცხოვრეს.

აპრილში ბატალიონი აჯანყდა, რომელსაც ქართველი მფრინავი შალვა ლოლაძე ხელმძღვანელობდა და მრავალი ქართველის სიცოცხლე შეიწირა.

101 წლის ვეტერანი კასპში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ის ხშირად იხსენებს ომის ეპიზოდებს, ტექსელის აჯანყებას და გარდაცვლილ თანამებრძოლებს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გრიგოლ ბაინდურაშვილს დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას.