გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შემოსავლების სამსახურმა ზუგდიდში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინა

17-02-2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ჯამურად 1280 ბლოკი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების სამი ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი. აღნიშნულ სამ ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმ.ს.კ-ის 1552 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო საქმეთა მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა.