გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

აშშ-ს საელჩო: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

18-02-2021

ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ სპექტრს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

"მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის ძირისგამოთხრის მსურველებს აძლევს ხელს. არსებული ვითარება უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად" - ნათქვამია განცხადებაში.

პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას პარლამენტმა ორი დღის წინ 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა.