გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

18-02-2021

ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან ერთად, უწერის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა.

სოფელ ნაკიეთში, ნიგავზებში , ფარავნეშსა და უწერაში ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ შესაბამისად.

სოფელ ნაკიეთში მოსახლეობამ პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა დაასახელა.

სოფელ ნიგავზებში არჩევანი წყლის სისტემის მოწესრიგებასა და შიდა საუბნო გზების რეაბილირაციზე გაკეთდა , სოფელ ფარავნეშში კი წყლის სისტემის მოწესრიგებას დაუჭირეს მხარი.

სოფელ უწერაში მოსახლეობამ სასმელი წყლის სისტემის და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია გადაწყვიტა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში 10 მარტამდე გრძელდება.