გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნიკა მელია: უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე

18-02-2021

მივუჯდეთ მოლაპარაკების მაგიდას, ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან ჩვენი ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ამოცანა არ არის, არ იყო და არასოდეს იქნება ძალადობა.
"ჩვენ ვართ მართლები. ჩვენ რომ მართველი ვართ ჩვენ ვიღაცა კი არ უნდა დავჩაგროთ და არ გვინდა დაჩაგვრა, ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს და ქვეყანა განვითარდება მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. რაც არ უნდა კარგი განცხადება გავაკეთო ახლა მე და ჩემმა კოლეგებმაც გააკეთონ თუ სისტემაში არ მოვა ეს ჩემი და სხვების ნათქვამი ჩვენ წინ ვერ წავიწევთ.

ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დღეს დილით გავრცელებული განცხადება, სენატორ რიჩის განცხადება და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები ცხადჰყოფს, რომ ჩვენი საერთაშორიაო მეგობრობის მხარდაჭერა გვაქვს" - განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას მიმართ, რომელსაც პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება გამოიტანა.

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით კი, მელიას დაპატიმრება არსებული გამოწვევების ფონზე არ არის მიზანშეწონილი და გუნდში არსებული უთანხმოების გამო, მ მან თანამდებობა დატოვა.