გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ბაქრაძე: "ქართული ოცნების" ნარჩენი გუნდი ქვეყანას კიდევ ერთხელ აყენებს საფრთხის წინაშე

18-02-2021

მოლაპარაკებების გზა არის ერთადერთი გზა, დღეს გაჩნდა მოლაპარაკებების პერსპექტივა და აქვე მინდა ვთქვა მიუხედავად ჩემი ცალსახა ნეგატიური დამოკიდებულებისა 20 ივნისის შემდეგ გიორგი გახარიას მიმართ, მე პატივს ვცემ ნაბიჯს, რომელიც დღეს მან გადადგა პასუხისმგებლობიდან გამომდინარე იმიტომ, რომ ამ ნაბიჯით გიორგი გახარიამ გააჩინა შანსი, რომ "ქართული ოცნება" მოეგოს გონს და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას" - ამის შესახებ პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიმსივე თქმით, ოპოზიციის ამოცანაა მშვიდობიანად, ხალხთან ერთად არჩევნების გზით გაისტუმროს "ქართული ოცნება", დაასრულოს პოლიტიკური დევნა და წაიყვანოს ქვეყანა წინ.

"ნიკა მელიას დაჭერაზე საუბრის გაგრძელებაც კი, ერთპარტიული პარლამენტის მიერ მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბრის გაგრძელებაც კი ახალ აჩევნებზე შეთანხმების გარეშე, ეს არის ფუნდამენტურად არასწორი ნაბიჯები, რომლითაც "ქართული ოცნების" აი ეს ნარჩენი გუნდი კიდევ ერთხელ საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. ამას აღარ დაუშვებს არც ქართული საზოგადოება, არც ქართული ოპოზიცია. ბრძოლას ყოველთის აქვს აზრი და ჩვენ დღეს ყველამ ერთად, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით ვაჩვენეთ, რომ ამ ბრძოლაში საქართველო იქნება გამარჯვებული. დიდი მადლობა და ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებების და ნორმალური მომავლის გაგრძელებისთვის" - განაცხადა ბაქრაძემ.