გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მიხეილ სააკაშვილი: ახლა გაჩერების დრო არ არის, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ

18-02-2021

"დღეს საქართველოში უზურპატორი მთავრობის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა იმიტომ, რომ არ მოისურვა საკუთარ თავზე აეღო ივანიშვილის ბრძანების შესრულების პასუხისმგებლობა სისხლისღვრაზე და ხალხის მასობრივ დარბევაზე. ეს არის მართლაც დიდი გამარჯვება ოპოზიციური ერთობის, ნიკა მელიასი და საერთოდ ქართველი ხალხისა" - ასე გამოეხმაურა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიორგი გახარიას გადადგომის ფაქტს უკრაინიდან.

"ახლა მნიშვნელოვანია, რომ არ შევასუსტოთ ეს ერთობა, პირიქით გავაფართოვოთ იმიტომ, რომ მთავარი მოთხოვნა ქართველი ხალხის და ოპოზიციური ერთობისა, არის რიგგარეშე არჩევნები და ქართველი ხალხისთვის იმ ნების დაბრუნება, რომელიც მას მოპარეს გასული წლის ოქტომბერში, მოპარა ივანიშვილმა და მისმა ჯგუფმა.

ამ სიტუაციაში, ახლა როგორც არასდროს საჭიროა ერთის მხრივ სიფხიზლე იმიტომ, რომ თავგაცხელებული ადამიანები საკმარისზე მეტია ვინც შეიძლება მაინც ჩაიდინოს რაღაც უმსგავსობები და მეორე მხრივ დროზე მივაღწიოთ შეთანხმებას დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნი კომისიით და საერთაშორისო დამკვირვებლებით.

მინდა, ასევე მივმართო უცხოურ დიპლომატიურ კორპუსს, დიდი მადლობა ევროკავშირის ელჩს გუშინდელი ძალიან სწორი განცხადებისთვის, დღევანდელი ამერიკის საელჩოს განცხადებაც იყო სწორი მაგრამ ახლა ყველამ უნდა ვთქვათ, რომ ყველა ქვეყანაში, როდესაც შეიქმნებოდა ასეთი სიტუაცია, ყველა შემთხვევაში ჩატარდებოდა რიგგარეშე არჩევნები.

საქართველო რით არის ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე ნაკლები? თუ თქვენ აღიარებთ, რომ ჩვენ არ ვართ სრულფასოვანი ქვეყანა და თუ თქვენ აღიარებთ, რომ საქართველო მართულია ერთი ოლიგარქის მიერ არაფორმალურად, მაშინ რა თქმა უნდა არჩევნები არ არის საჭირო.

ჩვენ არასოდეს არ მივიღებთ, რომ გვიყურებდნენ როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას. ჩვენ ვიქნებით სრულფასოვანი ევროპული დემოკრატია, სადაც ამ სიტუაციაში ყოველთვის იმართება რიგგარეშე არჩევნები და იმედი გვაქვს ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისა ქართველი ხალხის ამ გადაწყვეტილების მიმართ. კიდევ ერთხელ ჩემი მილოცვა ამ პირველ დიდ გამარჯვებასთან დაკავშირებით ნიკა მელიას, იმ უამრავ ადამიანს ვინც გუშინ შეიკრიბა ოფისში, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც გუშინ მთელი ღამე ვესაუბრებოდი აქედან ტელეფონით, ძალიან მაგარ რაღაცას მიაღწიეთ და ახლა არ არის გაჩერების დრო საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. ყველაფერი კარგად იქნება" - განაცხადა სააკაშვილმა.