გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება" არის პოლიტიკური ძალა, რომელიც პირობებს და ვალდებულებებს ასრულებს

20-02-2021

„საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენი პარტნიორები ყველა პარტიას მოუწოდებენ შევამციროთ დაძაბულობა და მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია, საკითხები გადაწყდეს მოლაპარაკებით და პოლიტიკური დიალოგით. დღეს, პარტნიორების ამ მოწოდებას რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა პოლიციასთან ქუჩაში ძალადობით და პროვოკაციებით უპასუხეს.

„ქართული ოცნება" კი არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველა მოლაპარაკებებში აჩვენა, რომ ის ასრულებს აღებულ პირობებს, ის ასრულებს ვალდებულებებს პასუხისმგებლიანად.

ჩვენ მარტის შეთანხმებით საზოგადოებისთვის და ოპოზიციისთვის მიცემული ყველა პირობა შევასრულეთ რეფორმებთან დაკავშირებით და არჩევნებიც ახალი სისტემით ჩავატარეთ - ოპოზიციამ კი პირობა დაარღვია და საკუთარ მოთხოვნასაც არ დაუჭირა მხარი, სხვაზე რომ არ ვტქვათ",- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის საქმესთან დაკავშირებით, საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს.