გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ონის მერიის საკონფერენციო დარბაზში 1921 წლის საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

20-02-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, 1921 წლის საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება თემაზე: "საქართველოს პირველი კონსტიტუციის სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები" გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, მერის მოადგილე ეკა მაისურაძე, ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საზოგადო მოღვაწეების ფოტო და დოკუმენტური მასალების გამოფენა.

ა(ა)იპ ონის ბიბლიოთკის დირექტორმა, პოეტმა ანა ერისთავმა და ა(ა)იპ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა გია ბერიშვილმა ისაუბრეს პირველი დემოკრატიული კონსტიტუციის და მისი ხელმომწერების - სდრ დამფუძნებელთა კრების წარმოშობით ონელი დეპუტატების, პავლე ბერიშვილის, სერგი და კონსტანტინე ჯაფარიძეების ღვაწლის შესახებ.

ღონისძიებაზე გაიხსენეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის შექმნის ისტორია, მიმოიხილეს იმდროინდელი ვითარება და ისაუბრეს იმ მიღწევებზე, რომელსაც აღნიშნული კონსტიტუცია მოიცავდა.

დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 100 წლის წინ, 1921 წლის 19 თებერვალს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მარო მაყაშვილისა და სხვა გმირების ხსოვნას.