გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

ნათია თურნავა: დაგეგმილი რეფორმების გატარების შედეგად, საქართველოს ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფად მოხდება

20-02-2021

„აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ კვლავაც შევინარჩუნებთ მაკროეკონომკურ სტაბილურობას და ძალიან სწრაფად შევუდგებით ეკონომიკის გაჯანსაღებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას.

ნათია თურნავას თქმით, ამის ბოლო ნიშანი და დადასტურება იყო საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch"-ის შეფასება, როდესაც მან საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა.

„ეს ნიშნავს, რომ არამარტო ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ დაგეგმილი რეფორმების გატარების შედეგად ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფად მოხდება და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არაფერი ემუქრება, არამედ სწორედ ასე აფასებენ ამას საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები. საქართველო ასე გამოიყრება დღევანდელ დღეს, პოსტპანდემიურ პერიოდში უცხოელების თვალში - როგორც მაკროეკონომიკურად მდრადი, კეთილსაიმედო, საინვესტიცოო თვალსაზრისით მომზიდველი და რეფორმებზე ორიენტირებული სახელმწიფო. სწორედ ეს შეფასება არის ასახული ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მეშვიდე მიმოხილვაში, სადაც საუბარია, რომ ქვეყანა კვლავაც აგრძელებს და გააგრძელებს ევროატლანტკური კურსით სიარულს და ევროპული ორიენტაციის რეფორმების განხორციელებას", -აღნიშნა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.