გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავა: უახლოეს ხანებში ბიზნესს 50 საბადოს ახალ პაკეტს შევთავაზებთ

20-02-2021

პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა წიაღის რეფორმაზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი და საინვესტიციოდ ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით. ნათია თურნავას განცხადებით, საუბარია ლიცენზიის სახეობების დივერსიფიცირებაზე, ზედამხედველობის სისტემის დახვეწაზე, ლიცენზიანტების სოციალური პასუხისმგებლობის უნიფიცირებაზე და სხვ.

„ამ თვალსაზრისით, ვგეგმავთ უფრო აქტიურად შევთავაზოთ ბიზნესს ჩვენი წიაღისეული. იგეგემება 50 საბადოს ახალი პაკეტის გამოტანა და მათ საპრივატიზებო პაკეტთან ერთად შევთავაზებთ ბიზნესს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა.

აღსანიშნავია, რომ წიაღის რეფორმა გულისხმობს წიაღის სექტორის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს განახლებას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ინტეგრირებული სალიცენზიო სისტემის დანერგვა, გეოლოგიურ მონაცემთა მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა, ფისკალური რეჟიმის განახლება, ასევე, საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება და რისკების შეფასებაზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემის შექმნა.