გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლევან დავითაშვილი: ბოლო 8 წლისგანმავლობაში, სოფლის მეურნეობაში 700 მლნ ლარის სახელმწიფო ინვესტიცია განხორციელდა

20-02-2021

საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის სამთავრობო პროგრამა მოისმინეს.

„2012 წლამდე, ქვეყანაში არარსებობდა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა; 2012-2020 წლებში, დარგისადმი მიდგომა რადიკალურად შეიცვალა. მთავრობის ძალისხმევით, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და კერძო სექტორის ჩართულობით, აგროსასურსათო სექტორის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები მივიღეთ.

ბოლო სამი წლის განმავლობაში,სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ჩვენ გვაქვს მუდმივად მზარდი სტატისტიკა. 2020 წლის პირობებშიც კი, მიუხედავად პანდემიისა, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში გვქონდა რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები. 2020 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის გამოშვებამ 6 მლრდ ლარს გადააჭარბა, 12%-ით გაიზარდა დამატებითი ღირებულება, რაც სტრატეგიებზე დაფუძნებული თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.

ბოლო 8 წლის განმავლობაში, დარგში განხორციელდა 700 მლნ ლარის სახელმწიფო ინვესტიცია, რამაც უზრუნველყო კერძო სექტორიდან, დამატებით, 4 მლრდ-მდე ლარის ინვესტიციის მოზიდვა.

სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამები ფარავს სოფლის მეურნეობის წარმოების ყველა რგოლს, როგორც პირველად წარმოებას, ისე გადამმუშავებელ მიმართულებას; მოიცავს, როგორც საკრედიტო, ასევე საგრანტო კომპონენტს და უზრუნველყოფს მეტი კერძო ინვესტიციის მოზიდვას. მაგალითად, მრავალწლოვანი კულტურების განვითარების მიზნით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 2015 წლიდან დღემდე, თანამედროვე ინტენსიური ბაღები გაშენდა 11,421 ჰექტარ მიწის ფართობზე, სახელმწიფოს ინვესტიციამ 80 მლნ ლარი შეადგინა, რაც ჯამური ინვესტიციის მესამედია, ჯამური ინვესტიცია კი, 140 მილიონ ლარს აჭარბებს.

ძალიან მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები. ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას სამელიორაციო სისტემის მოწესრიგებისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ ახალი კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოყალიბდა მიწის მდგრადი მართვის და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვის მიმართულებით”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.