გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიციელი ხელშეუხებელია და არავითარი კომპრომისი ამ მიმართულებით ჩვენ არ გვექნება

22-02-2021

„პოლიციელის მიმართ ნებისმიერი კანონდარღვევა, ნებისმიერი სამართალდარღვევა უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად და არავითარი კომპრომისი ამ მიმართულებით ჩვენ არ გვექნება. პოლიციელი არის ხელშეუხებელი“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.

„პოლიციელების მიმართ აბსოლუტურად მტრული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული დამოკიდებულება დესტრუქციული ძალების. პასუხი არის ძალიან მარტივი, მე ამაზე ვრცლად ვისაუბრე. პოლიციელის მიმართ ნებისმიერი კანონდარღვევა, ნებისმიერი სამართალდარღვევა უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად და არავითარი კომპრომისი ამ მიმართულებით ჩვენ არ გვექნება. პოლიციელი არის ხელშეუხებელი.

შესაბამისად, ჩემი პოზიცია იყო, არის და იქნება ასეთი მტკიცე, ისევე როგორც ბატონ ვახტანგს აქვს. ასე რომ, კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.