გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიცია პირდაპირ აღიარებს, რომ მოლაპარაკებები და დიალოგი არ სურდა

22-02-2021

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის მხრიდან დაანონსებული აქციის გაუქმების შესახებ კომენტარს აკეთებს.

მისი განცხადებით ოპოზიციური პარტიის წევრებს არ სურდათ მოლაპარაკება და რაიმე სახის დიალოგი, რადგან თუ მათ ამის სურვილი ექნებოდათ, თავიდანვე არ იქნებოდნენ ასეთ რადიკალიზაციაში.

„ვხედავთ, რომ ისინი პირდაპირ აღიარებენ, რომ ისინი არ იყვნენ მოსურნე მოლაპარაკების და დიალოგისა. თუ მათ ამის სურვილი ექნებოდათ, არ იქნებოდნენ ასეთ რადიკალიზაციაში შესული და აქამდე გააკეთებდნენ ასეთ განცხადებებს. ეს არის დაგვიანებული, თუმცა თუ მათ მართლაც აქვთ სურვილი ეს კიდევ საკითხავია და გასარკვევია, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მხრივ ისინი საუბრობენ მოლაპარაკებებზე, თუმცა მეორე მხრივ ხედავთ, რომ აწყობელ პროვოკაციებს. რა თქმა უნდა ჩვენ, როგორც აქამდე ვაცხადებდით მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის“ - განაცხადა ანრო ოხანაშვილმა.