გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნიკა გვარამია: ირაკლი კობახიძე ჯანმრთელი და ფსიქიკურად მდგრადი არ არის

23-02-2021

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ფსიქიკურად არაჯანსაღ ადამიანს უწოდებს.

ეს კომენტარი ნიკა გვარამიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ირაკლი კობახიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებას განცხადებით გამოეხმაურა.

მესმის, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე საჯაროდ საუბარი არაა მიზანშეწონილი, მაგრამ როდესაც გმართავს ადამიანი, რომელიც ჯანმრთელად აშკარად ვერ არის, სხვა საკითხია - განაცხადა გვარამიამ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა მელიამ საკუთარი თავი თავად დაიჭირა, მას შემდეგ, რაც კანონი და სამართალი აბუჩად აიგდო.

ნიკა მელია სამართალდამცველებმა დღეს დილით, პარტიის ოფისში აიყვანეს.