გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: აზრის გამოხატვის ნებისმიერი ფორმა დასაშვებია მხოლოდ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში

23-02-2021

რა თქმა უნდა, კონსტიტუციურ ფარგლებში ჩვენ ყველა მოქალაქის აზრის გამოხატვის უფლებას დავიცავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აზრის გამოხატვის ნებისმიერი ფორმა დასაშვებია მხოლოდ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში.

„ჩვენ ასე გვესმის კანონის უზენაესობა და დემოკრატიის მთავარი პრინციპები, მაგრამ იმ დათქმით, რომ ყველაფერი უნდა იყოს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გომელაურს და მთელს პოლიციას. ვამაყობ თქვენით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.