გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ხაშურის სოფლებში გაზიფიცირება მიმდინარეობს

20-03-2018

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი აირით მთლიანად მომარაგდება ალის ადმინისტრაციული ერთეული და მასში შემავალი სოფლები: ახალუბანი, ბრილი, დუმაცხოვი, ზემო აძვისი, კლდისწყარო, ნაბახტევი, უწლევი, ქინძათი, მცხეთიჯვარი.

ფლევის ადმინისტრაციული ერთეული და მასში შემავალი სოფლები: დიდი ფლევი, პატარა ფლევი, ტკოცა, ნაცარგორა.

წაღვლის ადმინისტრაციული ერთეული და მასში შემავალი სოფლები: ზემო ბროლოსანი, ქვემო ბროლოსანი, კლდისწყარო, ტიტვინისწყარო და წეღვერი.
პროექტს შპს „აზის ტრანსპორტირების კომპანია“ ახორციელებს. გაზიფიცირების პროცესში სამუშაოების განხორციელებისას მოსახლეობის ინტერესების და პროექტირების სტანდარტების მაქსიმალურად დაცვის მიზნით სამუშაოებს სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს მერიის ზედამხედველობის სამსახური გაზიფიცირების პროექტი 7000-მდე აბონენტის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს მათი საყოფაცხოვრებო პირობების მკვეთრად გაუმჯობესებას.

მომავალში იგეგმება ხაშურის მუნიციპალიტეტში შემავალი ყველა სოფლის გაზიფიცირება.

"ინტერპრესნიუსი"