გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ნათია თურნავა: თუ ვინმე იზიარებს ანტიჰესების კამპანიას და ეთნიკური შუღლისკენ მიმართულ რიტორიკას, მაშინ ჩვენ მათთან სასაუბრო არაფერი გვაქვს

9-03-2021

„თუ ვინმე იზიარებს ორ დისკურსს - ანტიჰესების კამპანიას და ეთნიკური შუღლისკენ მიმართულ რიტორიკას, მაშინ ჩვენ სასაუბრო არაფერი გვაქვს, იმიტომ რომ, ზოგადი მოძრაობა „არა ქართულ ჰესებს" დამაზიანებელია ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, ხოლო რაც შეეხება ქსენოფობიურ გამონათქვამებს და შუღლის ენას, ყველას მინდა შევახსენო, რომ ეს კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა, მით უფრო მიუღებელია, როდესაც საქმე ეხება ჩვენს მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს, ევროატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოს თურქეთს" - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც „ნამახვანი ჰესის" პროექტის განხილვა მიმდინარეობს.


ეკონომიკის მინისტრმა მოუწოდა ყველას, ვინც კრიტიკულ აზრს გამოთქვამს პროექტთან დაკავშირებით, მკაფიოდ დააფიქსიროს თავისი დამოკიდებულება ამ ორი უმნიშვნელოვანესი საკითხისადმი. „გთხოვთ კონკრეტულად დააფიქსიროთ - იზიარებთ თუ ემიჯნებით და თუ ემიჯნებით, მაშინ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია კამათიც და შეთანხმებაც ნებისმიერ კონკრეტულ საკითხზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ.