გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნათია თურნავა: კატეგორიულად ვემიჯნები და არ ვეთანხმები, თითქოს „ნამახვანი ჰესის" ინვესტორს ხეობა გადაეცა - ეს ასე ნამდვილად არ არის

9-03-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა `ნამახვანი ჰესთან~ დაკავშირებულ ყველა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის ინვესტორი კომპანიისთვის გადაცემული მიწის თემაზე.

„მიწასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი კითხვებია - მე კატეგორიულად ვემიჯნები და არ ვეთანხმები, თითქოს ინვესტორს ხეობა გადაეცა, რადგან ეს ასე ნამდვილად არ არის", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას განმარტებით, საუბარია მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც უშუალოდ პროექტისთვის სჭირდება კომპანიას. ამასთან, მისი თქმით, კომპანიას არანაირი სურვილი არ აქვს, ზედმეტი ქონების გადასახადი იხადოს. თუმცა, ამ საკითხის მეტი სიცხადისთვის ეკონომიკის მინისტრი სპეციალური ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის.

„დარწმუნებულები ვართ, რომ სწორად მოხდა ამის გადაცემა, მაგრამ შეიძლება შეიქმნას ჯგუფი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირი მიიღებს მონაწილეობას და ჩვენ გავხსნით ამას, თუ რა არის, მომავალში რა იქნება და როგორ კავშირშია ეს მუშა ნახაზებთან და საპროექტო დოკუმენტაციასთან. აქ დასამალი არაფერია", განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.