გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნათია თურნავა: შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონიანი ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს ხეობის მოსახლეობის ყველა საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტას

12-03-2021

„მიღწეულია „ნამახვანი ჰესის" კომპანიასთან შეთანხმება, რომ შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომელშიც თავის კონტრიბუციას შეიტანს როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო, ენერგეტიკის განვითარების ფონდის სახით. მთლიანობაში, ვფიქრობთ, რომ 5 მილიონი ლარის ოდენობის ფონდი იქნება, რომელიც, ჰესის მშენებლობის განმავლობაში, იმოქმედებს, მხარს დაუჭერს და დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირბოროტო პროექტს. ვთვლით, რომ ამ ფონდის შექმნა აუცილებელია და ეს თავიდანვე იყო გასაკეთებელი" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ქუთაისში, „ნამახვანი ჰესთან" დაკავშირებით გამართულ მორიგ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც დაგეგმილი იყო ჰესის ხელშეკრულებისა და მიწის გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების სპეციალისტებთან ერთად დეტალური განხილვა, თუმცა, შეხვედრა ოპონენტების გადაწყვეტილებით ჩაიშალა.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებებში ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, ფონდის მართვაში, პირველ რიგში, ჩაერთვებიან თავად მოსახლეობის წარმომადგენლები და სათემო ორგანიზაციები

„ეს ფონდი დაფარავს არამარტო უშუალოდ რამდენიმე სოფელს, რომლებიც მოყოლილია პროქტის არეალში, არამედ წყალტუბოს და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ძირითად სოფლებს, რომლებიც ხეობაში მდებარეობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროექტმა ხეობაში მოიტანოს მეტი განვითარება და ინვესტორ კომპანიას მოვთხოვოთ უფრო მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის აღება" - აღნიშნა ნათია თურნავამ.