გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

11-წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე მძღოლს გირაო შეუფარდეს

21-03-2018

30-წლის მამაკაცს, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით 18 მარტს კასპში დააკავეს, გირაო შეუფარდეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის სასამართლოში მიიღეს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11-წლის გოგონა გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 4 იანვარს ქალაქ კასპში თავისი კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა, რა დროსაც 2008 წელს დაბადებულ ქვეითად მოსიარულე მ.გ.-ს შეეჯახა. არასრულწლოვანი გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულს გირაო 7 ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური, ტოქსიკოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები. მუხრუჭის კვალის მიხედვით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მანქანა 88 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. ადვოკატის თქმით, დასადგენია მუხრუჭის კვალის წარმომავლობის საკითხი, რომლითაც გამოძიებამ იხელმძღვანელა.

"პია"