გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ალვანში კოლეჯ „აისის“ ტერიტორიაზე ახალი სახელოსნო შენდება

22-03-2021

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში მოქმედ კოლეჯ „აისის“ ტერიტორიაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სასწავლო სახელოსნოს აშენებს. მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და უახლოეს მომავალში დასრულდება.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ სახელოსნოში ახმეტის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის – კერამიკული ნაწარმის სპეციალისტები მომზადდებიან.

სახელოსნო შესაძლებლობას მისცემს კოლეჯს, გაზარდოს პროგრამაზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა. აღნიშნული პროგრამის ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი დარგთაშორისი კავშირების განვითარებას უწყობს ხელს (მევენახეობა/მეღვინეობაში – ქვევრის წარმოება, ტურიზმში – სუვენირების დამზადება) და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დასაქმების მაჩვენებლს ზრდის.

კახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი სახელოსნოს მშენებლობის პროცესს გაეცნო და მომავალი კერამიკოსების ნამუშევრები დაათვალიერა.