გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო მოძრაობა აღდგა

25-03-2021

უხვი ნალექის გამო მთის კლდოვანი ფენა აღნიშნულ მონაკვეთზე 23 მარტს ჩამოიშალა,
რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა, რის  შედეგადაც 22 სოფელი გარე სამყაროს მოწყდა.


შემთხვევის ადგილზე, ორი დღის განმავლობაში ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული. გზის გაწმენდა მძიმე ტექნიკის მეშვეობით მოხდა . ადგილზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლების მიერ, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის შემდეგ გადაწყდა.


რაც შეეხება ელექტრო-ენერგიას, რომელიც მთელი დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულს, დაბა გუდაურს ,ფასანაურსა და მიმდებარე სოფლებს, ჭართალს,ხანდოს ხეობას, პრობლემა აღმოფხვრილია. ენერგო-პრო ჯორჯიას ჯგუფებმა მუშაობა დილიდან დაიწყეს. სოფელ ზაქათკართან ძლიერი ყინულმოცვის (უხვი ნალექისა და ყინვის) გამო დაზიანებული მაღალი ძაბვის 110 კვ(საჰაერო) გადამცემი ხაზის აღდგენა დღის ბოლოს მოხერხდა.

უხვმა ნალექმა კლდის მასის ჩამოშლა გამოიწვია ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების: წიფორის, ხევშას და ჭიკაანის გზებზეც. ადგილზე გეოლოგები, სახელმწიფო რწმუნებული და დუშეთის მერი იმყოფებოდნენ.  ნაშალი მასის გატანა მძიმე ტექნიკის დახმარებით მოხდა .

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ორი დღის განმავლობაში ცდილობდა, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოგვარებულიყო უხვი ნალექით გამოიწვეული პრობლემები. მძიმე ტექნიკის დახმარებით გზის გაწმენდა მოხერხდა და მოქალაქეებს გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ. ასევე, მოგვარებულია დენის პრობლემაც. ამ დროისთვის ყველა აბონენტს ელექტრო-ენერგია მიეწოდება შეუფერხებლად,"- განაცხადა დავით ნოზაძემ.