გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვის ორი მკვიდრი გაიტაცეს

22-03-2018

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვის ორი მკვიდრი გაიტაცეს.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, დავით გერკეული და ივანე გუნდიშვილი საოკუპაციო რეჟიმმა სოფლის წმინდა გიორგის სალოცავში დააკავა.

სალოცავი, საიდანაც გატაცება მოხდა, საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება.

ორი მოქალაქის გატაცების ფაქტს ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყების ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

1tv.ge