გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შუახევში, მდინარეში დაკარგული 14 წლის ბიჭი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

23-03-2018

შუახევის სოფელ შუბანში, მდინარეში დაკარგული 14 წლის ბიჭი მაშველებმა დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

სამძებრო სამუშაოებში გუშინ თბილისიდან მაშველთა დამატებითი ჯგუფი ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 12 ჯგუფი იყო მობილიზებული.

მოზარდს მდინარეში სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც თვითმხილველებმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადეს, 14 წლის ბიჭს ბურთი მდინარეში ჩაუვარდა და მის ამოსაღებად წყალში შევიდა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითვმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

"ინტერპრესნიუსი"