გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენი გმირი, არჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა

2-04-2021

საქართველოს პრემიერ-მინსტრი, ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით საკუთარ სოციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

ქართველ გმირს დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა.

„დღეს ჩვენი დროის გმირი, არჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა.
თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში იგი საკუთარ თავში განასახიერებდა ქართველი კაცის ყველა საუკეთესო თვისებას. ოკუპაციასთან მისი შეურიგებლობა და სამშობლოს ერთგულება სამაგალითოა ჩვენი ახალგაზრდობისთვის, საზოგადოების თითოეული წევრისათვის, მომავალი თაობებისათვის.

მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება ყველა პირი, ვინც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში არის დამნაშავე. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ბერკეტს“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.