გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2022    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ამირან გამყრელიძე: შაბათს ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ 100 000 დოზას მივიღებთ

2-04-2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ ჩინური ვაქცინის „სინოფარმის“ 100 000 დოზა იყიდა და მას ქვეყანა შაბათს მიიღებს.

მისივე განცხადებით ჩინეთმა ამას გარდა, საქართველოს „სინოვაკის“ 100 000 დოზა აჩუქა და დიდი ალბათობით აპრილშივე ქვეყანა ვაქცინის მეორე პარტიასაც მიიღებს.

„შაბათს მივიღებთ დამატებით დოზას, ჩინეთის წარმოებული ერთ-ერთი ვაქცინისა, ეს გახლავთ „სინოფარმი“, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ იყიდა და ასევე, აპრილში, დიდი ალბათობით, შემოვა ჩინური მეორე ვაქცინა „სინოვაკი“. 100000 იქნება ნაყიდი და 100000 იქნება საჩუქრად. აპრილის მეორე დეკადაში ან 20-ის შემდეგ ვაქცინა მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას. კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინებს, განსხვავებით კალენდარული ვაქცინებისგან, რომელთაც ჩვენ ბავშვთა ასაკში ვიყენებთ, აქვთ ბევრად მომატებული რეაქტოგენობა და შესაბამისად გვერდითი ეფექტებიც. სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით რაც ჩვენ გვაქვს, სინოფარმს ეს გვერდითი ეფექტები ნაკლებად აქვს“ - განაცხადა გამყრელიძემ.