2-04-2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ქვემო ქართლის მხარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებისთვის ტრენინგი ჩატარდა.
სწავლება, რომელიც ქ.რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის (2020-2022) ფარგლებში ჩატარდა, მოიცავდა როგორც ატმოსფერული ჰაერის დაცვის ახალი რეგულაციების, რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის, პრობლემური დამბინძურებლების იდენტიფიცირების, ინსპექტირების პროცედურების და კანონაღსრულების, ასევე, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების საკითხებს.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სისტემის გაუმჯობესებისთვის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობაზე და ცენტრის მიერ ამ მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებისთვის ტრენინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლებმა ჩაატარეს.