გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პარლამენტის წევრებმა არჩილ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს

2-04-2021

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხინვალის ციხეში წამებით მოკლული საქართველოს მოქალაქე, არჩილ ტატუნაშვილი დღეს 38 წლის გახდებოდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალული არჩილ ტატუნაშვილის საფლავი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ და პარლამენტის წევრებმა ფრიდონ ინჯიამ და დავით ზილფიმიანი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადეს.

„მოვა დრო და ვისაც არჩილ ტატუნაშვილის სასტიკ მკვლელობაში მონაწილეობა აქვს მიღებული, სასჯელი არ აცდებათ. ეს არის არაადამიანური ქმედება ახალგაზრდა კაცის მიმართ ყოველგვარი კონფლიქტების და ყოველგვარი პოლიტიკური თემების მიღმა. თავად არჩილი სამაგალითოა ყველასთვის, ახალგაზრდებისთვის, მათთვის ვინც იცის ვაჟკაცობის, ქვეყნის სიყვარულის და პატრიოტობის ფასი. ჩემს კოლეგებთან ერთად ვუსამძიმრებ ოჯახს და მათთან ერთად დავტირივართ არჩილის საფლავს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

2018 წელს წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილი, საქართველოს პრეზიდენტმა, სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.