გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზურაბ პატარაძემ შუახევში გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა

23-03-2018

მაშველებმა მდინარეში ჩავარდნილი მოზარდი დღეს დილით იპოვეს. გარდაცვლილი 14 წლის მურმან ფუტკარაძე ოთხი დღის წინ გაუჩინარდა. დღესვე, სამძებრო სამუშაოების დასრულებამდე, ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმდჯომარე ზურაბ პატარაძე, რომელმაც   დაღუპული მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა სამაშველო სამსახურს 4 დღის მანძილზე გაწეული სამძებრო სამუშაოებისთვის.

 

 

შემთხვევა შუახევში, სოფელ შუბანში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვები ბურთს თამაშობდნენ, რომელიც მდინარეში გადავარდა. მოზარდი ბურთის მოსატანად წავიდა და გაუჩინარდა.