გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ფოცხო-ეწერში პროფესიული სტუდენტებისთვის სადურგლო და ხის წარმოების სახელოსნო შენდება

4-04-2021

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხო-ეწერში პროფესიული სტუდენტებისთვის სადურგლო და ხის წარმოების სახელოსნო შენდება.

სოფელი ფოცხო-ეწერი დასახლებულია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებით. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცადებენ, რომ სახელოსნოს ფუნქციონირება მსურველებს დაეხმარება რეგიონის საჭიროებებზე მორგებული პროფესიების დაუფლებაში, შესაბამისი პრაქტიკის გავლასა და შემდგომ დასაქმებაში.

მშენებლობის პროცესს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.