გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

ნინო თანდილაშვილსა და საქართველოში შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, შვედეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, ერიკ ილსს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

7-04-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილსა და საქართველოში შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, შვედეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, ერიკ ილსს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ერიკ ილსს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე ნინო თანდილაშვილმა ერიკ ილსს გარემოსდაცვითი განვითარების კუთხით სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.

საუბარი შეეხო ბიომრავალფეროვნების მდგრადი განვითარების, დაცული ტერიტორიების გავრცობის და მართვის, კლიმატის ცვლილების შერბილების, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ეფექტიანი სისტემების დანერგვის კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობის საკითხებს.
ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში გარემოსდაცვითი მიმართულების ეფექტიანი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია როგორც ფინანსური და ტექნიკური დახმარება, ასევე, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

შეხვედრაზე, ერიკ ილსმა განაცხადა, რომ საქართველოში გარემოსდაცვითი კუთხით არსებული პროგრესი თვალსაჩინოა და სამომავლო მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა.
ონლაინ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში შვედეთის საელჩოს პროგრამების ხელმძღვანელი, ხათუნა ზალდასტანიშვილი ესწრებოდა.