7-04-2021
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის კულტურულ მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებულ ზონალურ საბჭოს მიმართა, რომ გაიზიარონ სულისკვეთება ბათუმის ბულვარის მორატორიუმთან მიმართებაში და რეაბილიტაციისა და რესტავრაციის ხაზი გააძლიერონ .
,,მინდა მოვუწოდო აჭარის კულტურულ მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებულ ზონალურ საბჭოს, რომ გაითვალისწინოს ის სულისკვეთება, რაც იყო ბულვარის მორატორიუმთან მიმართებაში და მინდა ვთხოვო, რომ მეტად გააძლიერონ როგორც რეაბილიტაციის, ისე რესტავრაციის ხაზი და პრაქტიკულად უნდა გამოირიცხოს, რომ ძველ ბათუმში ჩვენ გვქონდეს რაიმე ტიპის ქაოტური განაშენიანება. დარწმუნებული ვარ, ზონალური საბჭოს წევრებიც ამ ჩემს მოწოდებას გაითვალისწინებენ" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.