გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კობა კობალაძე მესტიის მუნიციპალიტეტის მერს და ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდა

7-04-2021

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე რეგიონებში გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის მერს, კაპიტონ ჟორჟოლიანს შეხვდა. კობა კობალაძემ, მესტიის მერს, სამსახურის გეგმები გააცნო, რომლებიც უშუალოდ, რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება. თავის მხრივ, კაპიტონ ჟორჟოლიანმა, შეხვედრაზე ისაუბრა იმ შეღავათებსა და დახმარებებზე, რასაც მესტიის მუნიციპალიტეტი, შესაძლებლობის ფარგლებში, ვეტერანების მიმართ ახორციელებს. მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს რეგიონში მცხოვრები ვეტერანების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ და მათი ერთობლივად გადაჭრის გზები დასახეს.

ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძე, მესტიის მუნიციპალიტეტსა და ჭუბერის თემში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა. სამსახურის დირექტორმა, დეტალურად მოისმინა ვეტერანების საჭიროებები და მოთხოვნები. ვეტერანებმა, შეხვედრაზე, ყურადღება გაამახვილეს 22 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა და დაუბეგრავი მინიმუმის (რომლის ოდენობაც, დღეს, 3000 ლარს შეადგენს) გაზრდაზე. შეხვედრაზე, ასევე, ვრცლად ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში ადგილობრივი ვეტერანების დასაქმების შესაძლებლობებზე და ასევე, ომისა და თავდაცვის ძალებისათვის განსაზვრულ ჯანდაცვის სერვისებზე.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი განაგრძობს რეგიონებში გეგმიურ შეხვედრებს, რაც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების წინაშე მდგარი საჭიროებების დეტალურად გაცნობას და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მათი გადაჭრის გზების მოძიებას ემსახურება.